რადოსლავ სიკორსკი - მივმართავ წარმომადგენელთა პალატას, კენჭი უყაროს უკრაინის დახმარების საკითხს - ვლადიმერ პუტინი აშშ-ის სანდოობას ცდის

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას მოუწოდა, კენჭი უყაროს კანონპროექტს, რომელიც უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას ითვალისწინებს.

„კიდევ ერთხელ მივმართავ პირადად წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, მაიკ ჯონსონს. გთხოვთ, ნება მიეცით დემოკრატიას თავისი გზით იაროს. გთხოვთ, ეს საკითხი კენჭისყრაზე დააყენოთ“, - განაცხადა სიკორსკიმ ვაშინგტონში ვიზიტის დროს.

მისი თქმით, მთელი მსოფლიო ადევნებს თვალს, თუ როგორ იმოქმედებს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი და თუ აღნიშნულ კანონპროექტს არ მიიღებენ და უკრაინას ბრძოლის ველზე წარუმატებლობას განიცდის, ამაზე პასუხისმგებელი ის იქნება.

პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შეერთებული შტატების სანდოობას ცდის. ამასთან, მან დაგმო ის ფაქტი, რომ რუსეთი ირანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან იარაღის იმპორტს ახორციელებს.

„ტერორისტებისა და დიქტატორების ამ ნაზავს ერთი რამ აერთიანებს: სიძულვილი ამერიკის, დასავლეთისა და დემოკრატიის მიმართ, სიძულვილი, რომელსაც შიში ასაზრდოებს. მათ სურთ აჩვენონ, რომ შეერთებული შტატები არის სუსტი, არაეფექტური და გაყოფილი და რომ ამერიკას არ შეუძლია იმოქმედოს ან იყოს სიკეთის ძალა მსოფლიოში“, - აღნიშნა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
„იმპექსი“ 27 წლისაა - ბრენდი დაბადების დღის კვირეულს მასშტაბური კამპანიით აღნიშნავს
„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტთან თანამშრომლობით, რეგიონში უნიკალური ტექნოლოგია დაინერგა
სილქნეტის მხარდაჭერით წინანდლის მამულმა  ფესტივალ „ვარდობისთვეს“ უმასპინძლა