პროფკავშირების გაერთიანება ტაქსის აპლიკაციის მფლობელებსა და ტაქსისტებს შორის შრომითი ურთიერთობის აღიარებისთვის სასამართლოს მიმართავს

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილის, ლავრენტი ალანიას ინფორმაციით, ისინი გეგმავენ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართონ, რათა ტაქსის აპლიკაციის მფლობელებსა და ტაქსისტებს შორის შრომითი ურთიერთობა აღიარებული იყოს.

ამასთან, ალანიას განმარტებით, ამ ეტაპზე პროფკავშირებმა წერილით მიმართა პერსონალური დაცვის სამსახურს, რომ ტაქსის აპლიკაციით დასაქმებულების პერსონალური ინფორმაცია დაცული იყოს.

„პირველ რიგში, სოლიდარულები ვართ ტაქსებში დასაქმებული მძღოლების მიმართ. ფაქტობრივად, ჩვენ უკვე ვთანამშრომლობთ რამდენიმე ხანია. მოვამზადეთ წერილი პერსონალური დაცვის სამსახურის მიმართ, რომ მათი პირადი უფლებები დაცული იყოს. კერძოდ, აპლიკაცია, ვისაც გადმოწერილი აქვთ - “იანდექსი” სავარაუდოდ, ფლობს ყველანაირ ინფორმაციას მათ შესახებ. ამავე დროს, სარჩელს სასამართლოსთვის ვამზადებთ, რომ საქართველოში დადგეს პრეცედენტი, როგორც ეს ესპანეთმა გააკეთა. რეალურად, ტაქსის მძღოლებთან კომპანიებს პარტნიორული ურთიერთობა კი არ აქვთ, არამედ, ეს არის შრომითი ურთიერთობა. თუ ეს არის პარტნიორული ურთიერთობა, დასაქმებულების გარეშე როგორ იღებს გადაწყვეტილებებს აპლიკაციის მესვეურები, თუ როგორი ტარიფი უნდა იყოს?! სახელმწიფოს ვთხოვთ, რომ პროცესებში ჩაერთოს”, - განაცხადა „საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების” თავმჯდომარის მოადგილემ, ლავრენტი ალანიამ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია