გიორგი ვაშაძე - სად არის ის დიდი წარმოებები, რომელსაც ივანიშვილი და მისი გარემოცვა საზოგადოებას ჰპირდებოდა? - არსად! - ამიტომ გეუბნებით, ჩვენი გამარჯვებისკენ გზა არის ცვლილებები - დიახ, ვცვლით ხელისუფლებას!

სად არის ის დიდი წარმოებები, რომელსაც ივანიშვილი და მისი გარემოცვა ჰპირდებოდა საზოგადოებას? - არსად, რადგან ხალხი მოატყუეს, ამიტომ გეუბნებით, რომ ჩვენი გამარჯვებისკენ გზა არის ცვლილებები - დიახ, ვცვლით ხელისუფლებას!- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ გორში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური ანგარიშსწორება და კინკლაობა წარსულს ჩაბარდება.

„ვცვლით ხელისუფლებას, ვხდებით ევროკავშირის წევრი დაჩქარებული წესით და კეთილდღეობას იღებს ქვეყანაში ყველა. ევროკავშირი ხომ ეს არის - დოვლათის თანაბრად გადანაწილება. არა ის, რომ ელიტა მდიდარია და ხალხი - უკიდურესად გაჭირვებული, არამედ ის, რომ დოვლათი მაქსიმალურად თანაბრად ნაწილდება. დიახ, ვცვლით ხელისუფლებას და ერთხელ და სამუდამოდ, პოლიტიკურ ანგარიშსწორებებს და კინკლაობას ვაბარებთ წარსულს! აღარ იქნებიან პოლიტიკოსები, რომლებიც ციხეში იქნებიან, მიშაც იქნება თავისუფალი და ამით დავასრულებთ ერთხელ და სამუდამოდ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ქვეყანაში. ყველა პროფესიონალი ჩაერთვება ქვეყნის განვითარების პროცესში, განვავითარებთ წარმოებას, რეგიონებს, სოფლებს, ტურიზმს, რათა ადამიანებს ჰქონდეთ ქვეყანაში პერსპექტივა და აღარ იყოს სამუშაო ადგილის პრობლემა“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის