„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაცია „ახმეტელის“ და „ვარკეთილის“ მეტროსთან პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაცია „ახმეტელის“ და „ვარკეთილის“ მეტროსთან პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივანი, იგორ ნარმანია აღნიშნავს, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ევროპული მომავლისთვის და განვითარებისთვის.

„დღეს მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ევროპული მომავლისთვის და განვითარებისთვის, იმისთვის, რომ ამ ქვენაში არ მოხდეს კიდევ ერთი ტრაგედია, არ განმეორდეს ის, რაც უკვე ქართველმა ერმა დაუშვა.

სალომე ზურაბიშვილმა ძალიან კარგად უნდა გაიაზროს ეს მზარდი პრობლემა. თუ ის ნამდვილად თვლის თავს ევროპელად, უნდა გადადგას ნაბიჯი და გაათავისუფლოს მიხელ სააკაშვილი, რადგან ხალხის მოთხოვნა და მოწოდება არის ასეთი.

ჩვენ მივმართავთ სალომე ზურაბიშვილს ამ ხელმოწერებით, რომ მან მყისიერად გაიაზროს არსებული პრობლემა და აუცილებლად, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი“, - განაცხადა იგორ ნარმანიამ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია