ვასო ურუშაძე - კორუმპირებული ხელისუფლების პირობებში, დღეს ძველი მინის ქარხანა იშლება და ჯართად აბარებენ, 12 წლის განმავლობაში, როცა ივანიშვილს უნდა შეექმნა 100 ახალი ქარხანა, ძველ ქარხნებს ჯართად აბარებს

ივანიშვილის კორუმპირებული ხელისუფლების პირობებში, დღეს ძველი მინის ქარხანა იშლება და ჯართად აბარებენ, 12 წლის განმავლობაში, როცა ივანიშვილს უნდა შეექმნა 100 ახალი ქარხანა, ძველ ქარხნებს ჯართად აბარებს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, შიდა ქართლში არსებობს ძალიან დიდი პერსპექტივა იმისა, რომ შეიქმნას მაღალანაზღაურებადი და ღირსეული სამუშაო ადგილები.

„ცხადია, შიდა ქართლში არსებობს ძალიან დიდი პერსპექტივა იმისა, რომ შეიქმნას მაღალანაზღაურებადი და ღირსეული სამუშო ადგილები, იწარმოებოდეს პროდუქცია, რომელიც იქნება არა მხოლოდ ადგილობრივი საქართველოს ბაზრისთვის, არამედ იქნება საექსპორტო პროდუქცია და გლობალურ ბაზარზე ექნება კონკურენტუნარიანობა. მაგალითისთვის მოვიყვან, საქართველოს ყოველწლიურად ესაჭიროება 200 მილიონი ერთეული მინის ტარა, ღვინის, ლიმონათის, ლუდის და სხვადასხვა წარმოებებისთვის. იმისთვის, რომ ჩვენ არ გვაქვს ადგილობრივი მინის საწარმო, ჩვენ 93% ბოთლების, შემოგვაქვს იმპორტზე - 70%- რუსეთი და 23%- სომხეთი და ეს არის 180 მილიონი ლარის პროდუქცია მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში. მაშინ, როცა ხაშურში არსებობს უდიდესი პერსპექტივა, შეიქმნას 1000 მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი, აშენდეს მინის ქარხანა და ამის ისტორიული გამოცდილებაც აქვს ხაშურს, თუმცა, სამწუხაროდ, ივანიშვილის კორუმპირებული ხელისუფლების პირობებში, დღეს ძველი მინის ქარხანა იშლება და ჯართად აბარებენ, 12 წლის განმავლობაში, როცა ივანიშვილს უნდა შეექმნა 100 ახალი ქარხანა, ძველ ქარხნებს ჯართად აბარებს. მაშინ, როცა ადგილობრივი წარმოება ჩვენ მოგვცემდა შესაძლებლობებს, რომ ადამიანები საქმდებოდნენ თავიანთ მშობლიურ ქალაქში, ცხოვრობდნენ ოჯახის წევრებთან ერთად და არ უწევდეთ ემიგრაციაში წასვლა სამსახურის საძიებლად და იმის გამო, რომ მიიღონ ელემენტარული ღირსეული შემოსავალი. ამის პერსპექტივა არსებობს ხაშურში, შიდა ქართლში და მთელ საქართველოში და აუცილებლად, ძალიან მალე, როცა ივანიშვილის კორუმპირებულ ხელისუფლებას დავასრულებთ, საქართველო გააგრძელებს განვითარებას და სამუშო ადგილები აღარ იქნება ამ ქვეყანაში პრობლემა“, - განაცხადა ვასო ურუშაძემ, რომლის განცხადებასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო