დიმიტრი პესკოვი - თუ ნატო უკრაინაში ჯარებს გაგზავნის, რუსეთთან შეტაკება გარდაუვალია

ნატო-ს ქვეყნებსა და რუსეთს შორის პირდაპირი შეტაკება ალიანსის ქვეყნების ინტერესებში არ შედის, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ზოგადად, აქ, ალბათ, უკრაინაში ნატო-ს ქვეყნების გარკვეული კონტინგენტების გაგზავნის შესაძლებლობის განხილვის ფაქტი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ელემენტია. საფრანგეთის პრეზიდენტის გამოსვლებში ყველა სხვა ელემენტი ასე თუ ისე უკვე გაჟღერდა და ჩვენ ყველა მათგანი უკვე გავითვალისწინეთ“, - განაცხადა პესკოვმა.

მისივე თქმით, უკრაინაში ჯარების გაგზავნის შემთხვევაში რუსეთსა და ნატო-ს შორის შეტაკება გარდაუვალი იქნება.

„ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა ვისაუბროთ არა ალბათობაზე, არამედ გარდაუვალობაზე“, - განაცხადა პესკოვმა.

ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მომავალში უკრაინაში დასავლეთის ჯარების გაგზავნა არ გამორიცხა, მაგრამ აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მოკავშირეებს შორის კონსენსუსი, ჯერჯერობით, არ არსებობს.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია