თინა ბოკუჩავა - ჩინეთთან ფინანსური ურთიერთობების გაღრმავება მნიშვნელოვანია, მაგრამ ევროკავშირის, აშშ-ს და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების პოლიტიკურად ჩანაცვლება კომუნისტური ჩინეთით,საფრთხის შემცველია

ზოგადად, ფინანსური ურთიერთობების გაღრმავება ჩინეთთან მნიშვნელოვანია, მაგრამ ევროკავშირის, აშშ-ს და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების პოლიტიკურად ჩანაცვლება კომუნისტური ჩინეთით, არის საფრთხის შემცველი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ჩინეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის დაწესებას.

ბოკუჩავას თქმით, ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა, ზოგადად ურთიერთობების გაღრმავების კომპონენტია.

„ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა, ზოგადად ურთიერთობების გაღრმავების კომპონენტია, რასაც ივანიშვილის პარტიის მხრიდან უკვე მრავალი თვეა ვხედავთ, რომლის ფარგლებშიც, მათ შორის ყოფილი პრემიერი იმყოფებოდა ვიზიტით ჩინეთის კომუნისტური პარტიის „ლიდერშიფთან“. ზოგადად, ფინანსური ურთიერთობების გაღრმავება ჩინეთთან მნიშვნელოვანია, მაგრამ ევროკავშირის, აშშ-ს და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების პოლიტიკურად ჩანაცვლება კომუნისტური ჩინეთით, არის საფრთხის შემცველი. ერთ კითხვას დავსვამ, მათ შორის ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლებისთვის: ამდენი წლის განმავლობაში რატომ ვერ მოიპოვა მათმა ხელისუფლებამ უვიზო მიმოსვლა აშშ-სთან? ეს არის საკითხი, რომელიც ჯერ კიდევ 2012 წელს ისმებოდა და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ძალიან ბევრი მოქალაქისთვის უფრო აქტუალური და მნიშვნელოვანია, ვიდრე უვიზო მიმოსვლა ჩინეთთან“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია