ევროპარლამენტმა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა დღეს გამართულ პლენარულ სხდომაზე, უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური მხარდაჭერის პაკეტის გამოყოფას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ევროპარლამენტმა გადაწყვეტილება 536 ხმით მიიღო, წინააღმდეგი 40 ევროპარლამენტარი იყო, ხოლო 39-მა თავი შეიკავა.

შეგახსენებთ, 1-ელ თებერვალს ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უკრაინისთვის 50 მილიარდის გადაცემის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა