საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ ანა დოლიძის სარჩელის განხილვა გაიმართება

საკონსტიტუციო სასამართლოში „ანა დოლიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1362) განხილვა გაიმართება.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სხდომა 28 თებერვალს, 12:00 საათზეა ჩანიშნული.

„მოსარჩელე მხარე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს იმ წესს, რომელიც ითვალისწინებს მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილების შესაძლებლობას მის მიერ კონკურსში მონაწილე კანდიდატების კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის შესახებ წინასწარი საჯარო განცხადების გაკეთების შემთხვევაში.

მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ მოსამართლის კანდიდატის კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების დროს, იგი მოქმედებს არა პირადი ინტერესის დასაკმაყოფილებლად, არამედ საზოგადოებრივ ინტერესის დაცვის მიზნით – მართლმსაჯულება განახორციელონ მხოლოდ მოსამართლის თანამდებობასთან შესაფერისმა პირებმა, რომლებიც საკუთარი პროფესიული და პიროვნული მახასიათებლებით უზრუნველყოფენ დამოუკიდებელ და კვალიფიციურ მართლმსაჯულებას. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესისაგან მისი აცილების შემთხვევაში, იგი ვერ ახორციელებს კონსტიტუციით მისთვის, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევისათვის, დაკისრებულ არსებით ფუნქციას, რის გამოც ეზღუდება საჯარო სამსახურში საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების უფლება.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.

დავის საგანია, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 353 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით“,- ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი