აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, მემორანდუმს ხელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა, დავით ფაცაციამ და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორმა, მურთაზ დევაძემ მოაწერეს.

ინფორმაციის თანახმად, მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები შეთანხმდნენ აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე უფასოდ სწავლებისა და შემდგომში მათი დასაქმების ხელშეწყობაზე.

„ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორ, მურთაზ დევაძესთან.

შეხვედრაზე ვისაუბრეთ პრიორიტეტულ მიმართულებებსა და თანამშრომლობის განვითარებაზე, მათ შორის აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების მხარდაჭერის საკითხებზე. შევთანხმდით აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე უფასოდ სწავლებისა და შემდგომში მათი დასაქმების ხელშეწყობაზე.

უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში ისწავლება, შესაძლებლობას მისცემს სხვადასხვა ასაკის აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს დაეუფლონ თანამედროვე შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებს.

მინდა, განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორს, ბატონ მურთაზ დევაძეს თანადგომისა და აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების სხვადასხვა პროფესიების დაუფლებაში მხარდაჭერისთვის.

ჩვენ აფხაზეთში აუცილებლად დავბრუნდებით და ძლიერი, ერთიანი ქვეყანა აფხაზებთან ერთად უნდა შევქმნათ იმისთვის, რომ ეს მოხერხდეს, მნიშვნელოვანია ძლიერი, განათლებული მომავალი თაობა გვყავდეს და მჯერა, რომ ეს მემორანდუმიც ამ დიდ საქმეში გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია“, - განაცხადა დავით ფაცაციამ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია