პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ევროკავშირმა უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტზე სავაჭრო შეზღუდვები უნდა აღადგინოს

ევროკავშირმა უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტზე სავაჭრო შეზღუდვები უნდა აღადგინოს. ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა.

„ჩვენ ომამდელ სავაჭრო წესებს უნდა დავუბრუნდეთ და შემდეგ უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანებისა და ყველა რეგულაციებითა და წესებით, რომლებიც უნდა დავიცვათ, ერთიან ბაზარზე შესვლის შესახებ დავიწყოთ მოლაპარაკებები“, - განაცხადა რადოსლავ სიკორსკიმ.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ახლა ვითარება შეიცვალა და უკრაინას შავის ზღვის გავლით მარცვლეულის გატანა ისევ შეუძლია.

„პოლონელი ფერმერები უკრაინის მიმართ ევროკავშირის სოლიდარობის ძირითად ტვირთს ვერ იტანენ. ვეთანხმები იმას, რომ აქ საუკეთესო პერსპექტივები არ არის. მაგრამ ჩვენ ორივე უნდა გავაკეთოთ: გადავარჩინოთ როგორც უკრაინა, ის პოლონეთის სოფლის მეურნეობა“, - აღნიშნა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია