რატი იონათამიშვილი - არაერთი შემთხვევა გვაქვს, რომ ერთი და იგივე ადამიანები ერთდროულად არიან პოლიტიკოსები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები - სინამდვილეში ისინი არიან კოლექტიური "ნაცმოძრაობის" წევრები

ჩვენ არაერთი შემთხვევა გვაქვს, რომ ერთი და იგივე ადამიანები ერთდროულად არიან როგორც პოლიტიკოსები, ისე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები,- ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სინამდვილეში, ასეთი ადამიანები არ განეკუთვნებიან არც სამოქალაქო ორგანიზაციებს და არც პოლიტიკოსებს - ისინი კოლექტიურ "ნაციონალურ მოძრაობას" წარმოადგენენ და ცდილობენ, საქართველოს წინააღმდეგ იბრძოლონ.

"ჩვენ არაერთი შემთხვევა გვაქვს, რომ ერთი და იგივე ადამიანები ერთდროულად არიან როგორც პოლიტიკოსები, ისე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. სინამდვილეში, ისინი არც პოლიტიკოსები არიან და არც რომელიმე სამოქალაქო ორგანიზაციას წარმოადგენენ. ისინი არიან კონკრეტული კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობის" წვერები, რომლებიც ცდილობენ, რომ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ იბრძოლონ და ჩვენს ქვეყანას მტრობა გამოუცხადონ", - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა