მაია ბითაძე საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩს მარკ კლეიტონს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს „კლიმატის ცვლილების კანონის" შემუშავების პროცესსა და მის მნიშვნელობაზე.

„მხარეებმა ასევე ისაუბრეს კლიმატის ცვლილების მიმართულებით საქართველოს მიერ განსახორციელებელ აქტივობებზე. შეხვედრის დასასრულს შეთანხმდნენ, რომ მხარეებს შორის თანამშრომლობა გაგრძელდება, როგორც კანონის შემუშავების პროცესში, ასევე სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებითაც.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) საქართველოს პროგრამის ხელმძღვანელი ქეთევან ჩადუნელი, ფონდის წარმომადგენლები რობ ვან ლეუვენი, კრის რეილი და მარიამ იობიძე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა