დონალდ ტუსკი - ბრიუსელთან ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა უკრაინის დახმარება საზიანო არ იყოს ჩვენი ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობისთვის

ბრიუსელთან ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა უკრაინის დახმარება საზიანო არ იყოს ჩვენი ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობისთვის. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა პრაღაში ვიშეგრადის ჯგუფის (პოლონეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი, ჩეხეთი) შეხვედრაზე განაცხადა.

“მზად ვართ უკრაინას ვეხმარებოდეთ, მაგრამ იმაში, რაც უკრაინასთან თავისუფალ ვაჭრობას ეხება, საყურადღებოა ჩვენი სამოქალაქო და ეკონომიკური საზოგადოებების ინტერესებიც. და ამ შემთხვევაში ერთი აზრი გვაქვს: ბრიუსელთან ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა უკრაინის დახმარება საზიანო არ იყოს ჩვენი ეკონომიკისა და განსაკუთრებით, ჩვენი სოფლის მეურნეობისთვის”, - განაცხადა ტუსკმა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია