საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ სამხედროების უკრაინაში განლაგება აუცილებლად არ ნიშნავს რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო ქმედებებში მათ მონაწილეობას

დასავლეთის ქვეყნების სამხედროების უკრაინაში განლაგება აუცილებლად არ ნიშნავს რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო ქმედებებში მათ მონაწილეობას. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფან სეჟურნემ განაცხადა.

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის უკრაინაში სამხედროების გაგზავნის შესაძლებლობის შესახებ კომენტარის გაკეთებისას, სეჟურნემ აღნიშნა, რომ უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების სამხედროების განლაგება “საომარ ზღვარს” არ გასცდება.

სეჟურნეს განმარტებით, ის ისეთ ოპერაციებს გულისხმობს, როგორებიცაა განაღმვა, კიბერუსაფრთხოება ან უკრაინის ტერიტორიაზე იარაღის წარმოება.

“ამ ქმედებებიდან ზოგიერთი შესაძლოა უკრაინის ტერიტორიაზე ყოფნას მოითხოვდეს, “საომარი ზღვრის” გაცდენის გარეშე”, - განაცხადა სეჟურნემ.

მისი თქმით, რუსეთის აგრესიის ფონზე დასავლეთის ქვეყნებს “უკრაინის მხარდაჭერის მხრივ ახალი ქმედებების განხილვა” მოუწიათ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია