მედია - მოსკოვში ალექსეი ნავალნის ადვოკატი დააკავეს

მოსკოვში ალექსეი ნავალნის ადვოკატი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული დამოუკიდებელი მედიასაშუალებები SOTA და “ნოვაია გაზეტა ევროპა” წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ.

წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ადვოკატის, ვასილი დუბკოვის დაკავების მიზეზი “საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაა”.

დუბკოვი თან ახლდა გარდაცვლილი პოლიტიკოსის დედას, ლიუდმილა ნავალნაიას სალეხარდში ვიზიტის დროს, სადაც ციხეში გარდაცვალების შემდეგ ნავალნის ცხედარი გადაასვენეს.

წყაროების ინფორმაციით, დუბკოვი მოსკოვის შჩერბინკას პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს