ქუთაისის მერი სლოვაკეთის ელჩს შეხვდა

ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა და მერის მოადგილემ თამარ დახუნდარიძემ საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩთან მატუშ ბუშოვსკისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და საქმიან ურთიერთობებზე, ევროინტეგრაციის საკითხებზე. ყურადღება გამახვილდა ქუთაისში მიმდინარე საერთაშორისო პროექტებზე, მათ შორის ნარჩენების მართვის გამოცდილებაზე. განიხილეს სამომავლოდ ერთობლივად განსახორციელებელი ინიციატივები და თანამშრომლობის საკითხები.

"საქართველოში სლოვაკეთის ელჩთან მატუშ ბუშოვსკისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გავმართეთ. ელჩს გავაცანი ქუთაისში მიმდინარე პროცესები, მათ შორის, საერთაშორისო პროგრამები და პროექტები, რომლებიც წარმატებულად ხორციელდება ჩვენს ქალაქში.

ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ კურსზე. დავგეგმეთ ერთობლივად განსახორციელებელი ინიციატივები, რომელთაც უახლოეს მომავალში რეალურ პროექტებად ვაქცევთ", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა