ნიკოლოზ სამხარაძე - 30 წელია აშშ საქართველოს უდგას მხარში - სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის, ეკონომიკის განვითარების, დემოკრატიის მხარდაჭერისა და რაც მთავარია, ტერიტორიული მთლიანობის ასპექტებში

30 წელია აშშ საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით უდგას მხარში - სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის, ეკონომიკის განვითარების, დემოკრატიის მხარდაჭერისა და რაც მთავარია, ტერიტორიული მთლიანობის ასპექტებში, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც საქართველოში აშშ-ს ელჩს რობინ დანიგანს უსმენენ.

სამხარაძემ კომიტეტის სახელით ამერიკელ დიპლომატს, ამერიკელ ხალხსა და აშშ-ს მთავრობას მადლობა გადაუხადა.

“2009 წელს აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას მოვაწერეთ ხელი და 15 წელია სტრატეგიული პარტნიორები ვართ, თუმცა უკვე 30 წელია აშშ საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით უდგას მხარში - სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის, ეკონომიკის განვითარების, დემოკრატიის მხარდაჭერის და რაც მთავარია ტერიტორიული მთლიანობის ასპექტებში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-ს მხარდაჭერა ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის არაღიარების მიმართულებით.

მინდა ყველაფერ ამისთვის, კომიტეტის სახელით, აშშ-ს ელჩს, ამერიკელ ხალხს და აშშ-ს მთავრობას ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა სამხარაძემ სხდომის დაწყებისას.

საქართველოში აშშ-ს ელჩი რობინ დანიგანი პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მიიწვია.

საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი ასპექტები და აშშ-ის საგარეო პოლიტიკა - ეს არის თემა, რაზეც პარლამენტში რობინ დანიგანის მოსმენა მიმდინარეობს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია