რობინ დანიგანი - ამ 32 წელს მთლიანად რომ გადავხედოთ, შეერთებული შტატები არის საქართველოს თუ ერთადერთი არა, ერთ-ერთი მყარი მხარდამჭერი

ამ 32 წელს მთლიანად რომ გადავხედოთ, შეერთებული შტატები არის საქართველოს თუ ერთადერთი არა, ერთ-ერთი მყარი მხარდამჭერი, - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა, პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენისას განაცხადა.

მისივე თქმით, რამდენიმე დღის წინ, ტრაგიკული ანექსიის დღეს, კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ საქართველოს არცერთი ქვეყანა არ უჭერს ისე მყარად მხარს, როგორც შეერთებული შტატები.

„პრეზიდენტი ბაიდენი ერთ-ერთ გამოსვლაში ამბობს: „ჩვენ ვიმუშავებთ ძალიან მჭიდროდ ჩვენს პარტნიორებთან, მოკავშირეებთან და ყველასთან ერთად, ვინც იზიარებს ჩვენს ინტერესებს. ჩვენ არ დავტოვებთ ჩვენს მომავალს დაუცველად იმათგან, ვინც საფრთხეს უქმნის ჩვენს ხედვას და ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ვიყოთ სტაბილურები და იყოს კეთილდღეობა“ - ამ ციტატით, პრეზიდენტი ბაიდენი ხაზს უსვამს, რომ ჩვენი ალიანსები, ჩვენი პარტნიორობა უნდა იყოს გაფართოებული და მან, სწორედ ეს მთხოვა, როცა აქ, საქართველოში ჩამოვედი, გაგვეღრმავებინა უკვე არსებული ჩვენი კარგი და ფართო თანამშრომლობა. ჩვენ განსაკუთრებულად, ნამდვილად, კარგი ურთიერთობები გვაქვს, ჩვენ გვაქვს თავისუფლების საერთო სიყვარული, ჩვენი რწმენა, რომ გვაქვს ამის ნება, ამის თავისუფლება, გვაქვს მზაობა და ამიტომ შეგვიძლია ჩვენი შვილებისთვის სამყარო უკეთეს ადგილად ვაქციოთ. ჩემი, როგორც ელჩის მოვალეობაა, გავაღრმაო ეს ურთიერთობები და პარტნიორობა.

რამდენიმე დღის წინ, ტრაგიკული ანექსიის დღეს, კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ საქართველოს არცერთი ქვეყანა არ უჭერს ისე მყარად მხარს, როგორც შეერთებული შტატები. ამ 32 წლის განმავლობაში, საქართველოსთვის დახმარების სახით, 6 მილიარდ დოლარზე მეტი გვაქვს გაწეული. ეს არ არის მხოლოდ ციფრებით ასახული. ეს პარტნიორობა ორივე ქვეყნისთვის ხელსაყრელია. ის ქართველები, ვისაც შევხვედრივარ, ვისი ცხოვრებაც ამ პარტნიორობით შეიცვალა და ძალიან ბევრი შემხვედრია ასეთი, ოფიცერი, მესაზღვრე, სამხედრო, რომელიც მომზადებული იყო შეერთებული შტატების მიერ, ბევრი პროფესორი, სტუდენტი შემხვედრია, რომლებმაც მითხრეს, რომ პარტნიორობამ მათი ცხოვრება შეცვალა. შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელი შეუწყო თავისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში. 1600 ქართველი არის ბენეფიციარი, მათ აშშ-ში სამხედრო განათლებით ისარგებლეს. საქართველო აღვჭურვეთ ნატო-სთან თავსებადი აღჭურვილობებით. ამ 32 წელს მთლიანად რომ გადავხედოთ, შეერთებული შტატები არის საქართველოს თუ ერთადერთი არა, ერთ-ერთი მყარი მხარდამჭერი“,- განაცხადა დანიგანმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია