ირაკლი კობახიძე საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ანა ლიბერგს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ნაყოფიერ თანამშრომლობაზე როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. საუბარი შეეხო ბოლო წლების განმავლობაში პარტნიორობის პოზიტიურ დინამიკას, მათ შორის - ვაჭრობისა და ეკონომიკის, თავდაცვის, უსაფრთხოების, განათლებისა და კულტურის სფეროებში. ხაზი გაესვა შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.

"აღინიშნა, რომ საქართველოსთვის შვედეთი არის საიმედო პარტნიორი. მთავრობის მეთაურმა ანა ლიბერგს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ შვედეთის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა", - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია