სალომე სამადაშვილი - შალვა პაპუაშვილს დიდი სისულელე უთქვამს - 12 წელიწადია პაპუაშვილის პარტია მართავს ქვეყანას და რაც მოხდა, არის ის, რომ გირგვლიანის საქმის მოსამართლე მუსურიძის „კლანი“ გაძლიერდა, გაიფურჩქნა და დაიქვემდებარა სასამართლო სისტემა

შალვა პაპუაშვილს დიდი სისულელე უთქვამს - 12 წელიწადია პაპუაშვილის პოლიტიკური პარტია საქართველოს მართავს და ამ ხნის მანძილზე სასამართლო სისტემაში რაც მოხდა, არის ის, რომ გირგვლიანის საქმის მოსამართლე მუსურიძის „კლანი“ გაძლიერდა, გაიფურჩქნა და ფაქტობრივად, სრულად დაიქვემდებარა სასამართლო სისტემის რეფორმა, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც მართლმსაჯულების რეფორმასა და „ვეტინგის“ მოდელზე პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადება შეაფასა.

მისივე თქმით, არავის არ აქვს იმის მოლოდინი, რომ „ქართული ოცნება“ სასამართლო სისტემის რეფორმის განახორციელებს.

შალვა პაპუაშვილს დიდი სისულელე უთქვამს. არ ვიცი, ის მიიჩნევს თუ არა მაგალითად იმას, რომ სტრასბურგის სასამართლოში რომ გვაქვს ჩვენ მიმართვის უფლება, ეს არის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევა, ამიტომ თავისთავად აბსურდია. ევროკავშირში ინტეგრაცია ნიშნავს, რომ შენი მათ შორის, სასამართლო სისტემა უნდა იყოს თავსებადი ევროპულ სტანდარტებთან და ჩვენ მიერ წარდგენილი ხედვა სწორედ ამას ითვალისწინებს, რომ ყველა კომპონენტში ჩვენი სისტემა იყოს გამართული. საუბარი იმაზე, რომ ჩვენი ხედვა, რომ სასამართლო სისტემა უნდა გათავისუფლდეს კორუმპირებული „კლანის“ მმართველობისგან, ეს არის სუვერენიტეტის დარღვევა, კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ არც პაპუაშვილი და არც „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენელი არც კი განიხილავს მუსურიძის „კლანის“ დაშლას სასამართლოში, იმიტომ რომ ეს არის მათი მთავარი საყრდენი.

12 წელიწადია პაპუაშვილის პოლიტიკური პარტია, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ძალა მართავს საქართველოს და ამ 12 წლის მანძილზე სასამართლო სისტემაში რაც მოხდა არის ის, რომ გირგვლიანის საქმის მოსამართლე მუსურიძის „კლანი“ გაძლიერდა, გაიფურჩქნა და ფაქტობრივად, სრულად დაიქვემდებარა სასამართლო სისტემის რეფორმა. პაპუაშვილისგან და „ქართული ოცნებისგან“ არანაირი მოლოდინი არავის არ აქვს სასამართლო სისტემის რეფორმის განხორციელების. სასამართლო რეფორმას განვახორციელებთ ჩვენ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ იმ გეგმის მიხედვით, რომელიც იქნება შეთანხმებული პირველ რიგში ევროკავშირთან,“ - განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ სასამართლო სისტემის დაკომპლექტებაში გადამწყვეტი როლის სხვა სახელმწიფოებისთვის გადაცემა, რასაც რამდენიმე დღეა ოპოზიცია და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია მოითხოვს, ქვეყნის სუვერენიტეტის დათმობის ტოლფასია.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება