რობინ დანიგანი - „შუა დერეფანში“ საქართველოს როლს მხარს დავუჭერ - საქართველოდან წასვლისას მინდა იმის თქმა შევძლო, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის იმაზე მეტი ორმხრივი სავაჭრო ინვესტიციაა, ვიდრე ოდესმე ყოფილა

„შუა დერეფანში“ საქართველოს როლს მხარს დავუჭერ, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„კიდევ ერთი მთავარი პრიორიტეტი აშშ-სა და საქართველოს შორის ეკონომიკური კავშირების გაზრდაა. ზოგიერთმა თქვენგანმა იცის, რომ მე ეკონომიკური ოფიცერი ვარ და ჩემი კარიერის უმეტესი ნაწილი ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების დამყარებას მივუძღვენი. გასულ წელს ჩვენს შორის ორმხრივმა ვაჭრობამ ისტორიულ ნიშნულს, 2 მილიარდ დოლარს მიაღწია, მაგრამ ჩემთვის ეს საკმარისი არ არის. მეტის გაკეთება მსურს. ჩვენ აშშ-ის სამთავრობო პროგრამების ფართო არჩევანი გვაქვს, რათა საქართველოს ახალ ბაზრებზე ექსპორტში დავეხმაროთ. ჩვენ მხარს ვუჭერთ საჯარო, კერძო პარტნიორობას, რათა აქ მუშები იმ უნარებისთვის მოემზადონ, რომლებიც მათ სხვადასხვა ინდუსტრიაში მუშაობისთვის სჭირდებათ.

ივნისში მე აშშ-ში ქართული კომპანიების დელეგაციას ვუხელმძღვანელებ, რათა მონაწილეობა მივიღოთ „SelectUSA“-ში, რომელიც ჩვენი მთავარი საინვესტიციო და ეკონომიკური კონფერენციაა. საქართველოდან წასვლისას, მე მინდა იმის თქმა შევძლო, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის იმაზე მეტი ორმხრივი სავაჭრო ინვესტიციაა, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ასევე, ეკონომიკური კავშირების განმტკიცების ნაწილში მე „შუა დერეფანში“ საქართველოს როლს მხარს დავუჭერ. აშშ-ის განვითარების საფინანსო კორპორაციამ ფოთის პორტში ტერმინალის ასაშენებლად 15 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა, რაც საქართველოს, როგორც ცენტრალური აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი რგოლის, შესაძლებლობას ზრდის. ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებთ, რათა შუა დერეფანში საქართველო ლოგისტიკურ ცენტრად ჩამოყალიბდეს“, - აღნიშნა საქართველოში აშშ-ის ელჩმა.

მისივე თქმით, ასევე სურს აღნიშნოს "ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულება საქართველოს უნიკალური და მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის დახმარებაში".

"მოხარულები ვართ, რომ ჩვენი წვლილი შეგვაქვს ამ ძალისხმევაში დავიცვათ მემკვიდრეობა, რათა მომავალმა თაობამ ყოველთვის იცოდეს საქართველოს მდიდარი კულტურული ისტორიის შესახებ. ეს მოიცავს ჩვენს დახმარებას დადიანების სასახლეში მიმდინარე აღდგენით სამუშაოებში. არ შემიძლია იმის თქმა, რომ ჩემი ცხოვრების უდიდესი პატივია ელჩობა საქართველოში და ამის მიზეზი ის არის, რომ ჩემი ცხოვრების უდიდესი პატივი ჩემი ქმრის მეუღლება და ჩემი ორი შვილის დედობაა, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, წარმომადგენლობა ამ მშვენიერ ქვეყანაში, ნამდვილად არის ერთ-ერთი მოწინავე პატივი ჩემს ცხოვრებაში. მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამ შესაძლებლობისთვის და ველი თქვენგან პარტნიორობის გაღრმავების გზებზე ინიციატივებს", - განაცხადა ელჩმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია