შალვა პაპუაშვილი - ყველა არასამთავრობო, უცხოელი აქტორი, რომლებიც ამტკიცებენ, რომ სასამართლო პოლიტიზებულია და ითხოვენ „ვეტინგს“, ჯერ გამოვიდნენ და ბოდიში მოიხადონ იმ „შავი“ კამპანიისთვის, რომელიც უცხოური ფულით აწარმოეს

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ბოდიშის მოხდას მოითხოვს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისგან და უცხოელი აქტორებისგან, რომლებიც მისი თქმით, ქართული მართლმსაჯულების წინააღმდეგ ე.წ. შავ კამპანიას აწარმოებდნენ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„ყველა ეს არასამთავრობო, უცხოელი აქტორი, რომლებიც დღეს ამტკიცებენ, რომ სასამართლო არის პოლიტიზებული და ითხოვენ „ვეტინგს“, ჯერ გამოვიდნენ და ბოდიში მოიხადონ იმ „შავი“ კამპანიისთვის, რომელიც მათ უცხოური ფულით აწარმოეს ქართული მართლმსაჯულების წინააღმდეგ. ბოდიში მოუხადონ ყველა იმ მოსამართლეს, რომელსაც კორუმპირებულობას, პოლიტიზებულობას აბრალებდნენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ტყუილია, თითქოს ევროკომისია თუ ვენეციის კომისია ითხოვს „ვეტინგის სისტემის“ ჩატარებას.

„სამარცხვინოა, როდესაც საქართველოს მოქალაქეები მაგალითად სახავენ ალბანეთს, მოლდოვას და უკრაინას. ამის თაობაზე მქონდა მე დღეს განცხადება. საქართველო რამდენიმე თავით მაღლა და წინ არის სამივე ქვეყანასთან შედარებით. ნახეთ ნებისმიერი ანგარიში. სამივე ქვეყანასთან დაკავშირებით კორუფციის დონე როგორია ალბანეთში, ან უკრაინაში ან მოლდოვაში, მათ შორის სასამართლო სისტემაში და სხვადასხვა სტრუქტურებში. ნახეთ როგორია ფინანსების გამჭვირვალობა ამ ქვეყნებში, მათ შორის „ვეტინგი“ ძირითად შეეხება ქონების გადამოწმებას. ჩვენთან ქონების გადამოწმება ხდება ანტიკორუფციული ბიუროს მიერ დეკლარაციების მეშვეობით, მათ შორის მოსამართლეებიც ავსებენ ამ დეკლარაციას. დღესაც მონიტორინგში მოხვედრილი არიან იუსტიციის საბჭოს ყველა წევრი და 26 მოსამართლე, რომლებიც ამ წელს გაივლიან მონიტორინგს, დაექვემდებარება მათი შემოსავალი მონიტორინგს ისევე, როგორც ისინი შარშანაც იყვნენ მონიტორინგის ქვეშ. წლების განმავლობაში მიდიოდა კამპანია ქართული მართლმსაჯულების წინააღმდეგ, მათ შორის ამ კამპანიისთვის გამოიყენებოდა ევროპიდან და ამერიკიდან მიღებული გრანტები“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, სამწუხაროდ, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან დონორების ფინანსები ხმარდებოდა ქართული მართლმსაჯულების ძირის გამომთხრელ საქმიანობას.

„ყველა საქმეში გამართლდა ქართული მართლმსაჯულება და გამტყუნდა ყველა ის NGO თუ უცხოელი აქტორი, რომელიც აბრალებდა საქართველოს სასამართლოს და მოსამართლეებს, რომ ისინი პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებდნენ. შეგახსენებთ, რა საქმეები არის. „რუსთავი 2“-ის, ახალაიას, მელიას, სააკაშვილის საქმე. ყველა ამ საქმეზე წლები მიმდინარეობდა კამპანია“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ