გენადი არველაძე ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) რიგით მე-13 მინისტერიალში მონაწილეობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) რიგით მე-13 მინისტერიალში მონაწილეობს, რომელიც არაბთა გაერთიანებულ ემირატებში, კერძოდ აბუ-დაბიში მიმდინარეობს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, მინისტერიალის მონაწილეებისადმი გაკეთებულ მიმართვაში, მინისტრის მოადგილემ ყურადღება მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკურ გამოწვევებზე გააკეთა და აღნიშნა, რომ ამ ფონზე, ძალზედ მნიშვნელოვანია მრავალმხრივი საერთაშორისო სავაჭრო სისტემის გამართული მუშაობა, რასაც უზრუნველყოფს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ფარგლებში შემუშავებული საყოველთაო წესები.

„მნიშვნელოვანია, რომ WTO - ს წევრ ქვეყნებს საშუალება ეძლევათ, განიხილონ არსებული სავაჭრო-ეკონომიკური გამოწვევები და ეძიონ მათი გადაჭრის გზები. მინისტერიალის ფარგლებში, საქართველო მიუერთდა დეკლარაციას ინვესტიციების წახალისებისა და განვითარების შესახებ შეთანხმების თაობაზე. აღნიშნული შეთანხმება ხელს შეუწყობს წევრ ქვეყნებს შორის საინვესტიციო ღონისძიებებთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჭვირვალობას და ინვესტორთა საქმიანობისთვის ადმინისტრაციული ბარიერების გამარტივებას. ჩვენ ასევე გამოვეცით მომსახურების სფეროში შიდა რეგულირების შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებული კორიგენდუმი. ეს შეთანხმება უზრუნველყოფს მომსახურების სექტორში გამჭვირვალობის ამაღლებას და ბიუროკრატიული ბარიერების მნიშვნელოვნად შემცირებას. აღსანიშნავია, რომ გამჭვირვალობის თვალსაზრისით ორივე მიმართულებით, როგორც ინვესტიციების, ისე მომსახურებით ვაჭრობის კუთხით საქართველომ მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა და ამ მხრივ, არა მხოლოდ ფართო რეგიონის, ასევე მსოფლიო მასშტაბით ლიდერ ქვეყნებს შორისაა“ - აღნიშნა გენადი არველაძემ. მისი თქმით, საქართველო ასევე პოზიტიურად განიხილავს მეთევზეობის სუბსიდირების შეთანხმებასთან მიერთების საკითხს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, აღსანიშნავია, რომ მინისტერიალის დღის წესრიგი ეძღვნება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს როგორებიცაა ვაჭრობისა და ინვესტიციების განვითარება, მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა, ელ.კომერცია, სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული თემები, მეთევზეობის სფეროში სუბსიდირება, მომსახურების სფეროში შიდა რეგულირება და სხვა არსებითი საკითხები.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული სკოლის დამფუძნებლები მთავრობას მიმართავენ
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა