ირაკლი ნადირაძე - ისტორიული უსამართლობაა, პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელმაც ქვეყანაში გაატარა ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა, იყოს ციხეში

გრძელდება ხელმოწერების კამპანია პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით. ისტორიული უსამართლობაა, პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელმაც ქვეყანაში გაატარა ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა, იყოს ციხეში. რაც შეიძლება მალე უნდა გათავისუფლდეს პრეზიდენტი სააკაშვილი, რათა მოემსახუროს ჩვენი ხალხის კეთილდღეობას,- ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილი შეძლებს, ამ ქვეყანაში უკეთესი, ევროპული ცხოვრება იყოს.

„გრძელდება ხელმოწერების შეგროვება. ისტორიული უსამართლობაა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელმაც ბიუჯეტი და პენსია გაზარდა, არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა გაატარა ქვეყანაში, ციხეში იყოს გამოკეტილი.

შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილი ძალიან მალე უნდა იყოს გათავისუფლებული, რათა შეძლოს არჩევნებში მონაწილეობის მიღება, შემოიტანოს ქვეყანაში მილიარდობით დოლარის ინვესტიცია, რომელიც ამ ქვეყანაში შექმნის მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს.

შეძლებს, ამ ქვეყანაში უკეთესი ცხოვრება იყოს, ევროპული ცხოვრება, უკეთესი ჯანდაცვა, განათლება და ყველა ის დაწყებული საქმე, რომელიც მოემსახურება ჩვენი ხალხის კეთილდღეობას, რაც ბოლომდე იქნება დაცული“,- განაცხადა ირაკლი ნადირაძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა