სოფო ჯაფარიძე - დღეს, თბილისის რამდენიმე უბანი შემოვიარე - ყველგან ადამიანების რიგია, რომლებიც სთხოვენ სალომე ზურაბიშვილს, რომ გაათავისუფლოს პრეზიდენტი სააკაშვილი

დღეს, თბილისის რამდენიმე უბანი შემოვიარე. ყველგან ადამიანების რიგია, რომლებიც სთხოვენ სალომე ზურაბიშვილს, რომ გაათავისუფლოს პრეზიდენტი სააკაშვილი. ასი ათასზე მეტი ადამიანი არის უკვე ჩვენს გვერდზე და მჯერა, რომ გაცილებით უფრო მეტი ადამიანი იქნება, რადგან მართლაც უპრეცედენტო აქტივობაა,- ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა

სოფო ჯაფარიძის თქმით, ასი ათასზე მეტი ადამიანი ითხოვს მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას.

„დღეს, თბილისის რამდენიმე უბანი შემოვიარე, ასეთი მდგომარეობა არის ყველგან, მართლაც რიგები დგას შიგნით, გარეთ, ყველგან ასობით ადამიანი ელოდება ხელმოწერას, რომ სთხოვონ სალომე ზურაბიშვილს გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი.

ძალიან მნიშვნელოვანი კამპანიაა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს ჩვენი მოქალაქეების მართლაც უპრეცედენტო აქტივობაა და ერთობა. ასი ათასზე მეტი ადამიანი თითქმის უკვე ჩვენს გვერდზე არის, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას ითხოვენ. მე მჯერა, რომ გაცილებით მეტი იქნება და დავანახებთ მთელ მსოფლიოს, თუ რამდენი ათასი ადამიანი ითხოვს პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლებას“, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია