შალვა პაპუაშვილი - რამე ახალს ამბობენ, რომ რუსეთი ცდილობს ჩაერიოს ქართულ პოლიტიკაში? - არჩევნებში ნებისმიერი ჩარევა არის საქართველოს მოსახლეობის ინტერესების წინააღმდეგ, მნიშვნელობა არ აქვს, საიდან არის ეს ჩარევა

ზოგადად, არჩევნებში ჩარევის რისკები არის - რა თქმა უნდა, რუსეთი ცდილობს ქართულ პოლიტიკაში ჩარევას, მაგრამ არა მხოლოდ რუსეთი - ყველას ვატყობთ, რომ ხაზგასმა არის რუსეთის ჩარევის პრობლემაზე. არ ვიცი ამას ვის ეუბნებიან, საქართველოს მოსახლეობას, რომელიც 30 წელია ამ ბრძოლაშია? რამე ახალს ამბობენ, რომ რუსეთი ცდილობს ჩაერიოს ქართულ პოლიტიკაში? - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის შესახებ.

მისივე განცხადებით, „არჩევნებში ნებისმიერი ჩარევა, საქართველოს მოსახლეობის ინტერესების წინააღმდეგაა“.

„სხვა დროსაც ვთქვი, რომ მისი კერძო მოგზაურობები ჩემი ინტერესის სფერო არ არის. მნიშვნელოვანია ის, რომ პარლამენტის უმრავლესობის მხრიდან მას ლეგიტიმაცია აღარ აქვს, შესაბამისად, ის ჩვენს ინტერესებს ვერ დააზიანებს, ვინაიდან, ყველასთვის ცნობილია, რომ ის საქართველოს არ წარმოადგენს. ამიტომ, ამ შინაარს ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს. რაც შეეხება, ზოგადად არჩევნებში ჩარევის საკითხს - რა თქმა უნდა, ეს რისკები არის. ჩვენ ძალიან რთულ რეგიონში და რთულ დროს ვართ. საქართველოს მიმართ ინტერესები სხვადასხვა მხრიდანაა. ამასთან დაკავშირებით, სხვათა შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა თავის ყოველწლიურ ანგარიშში დახურულ ფორმატში ისაუბრა, ოპოზიცია დიდად არ იყო წარმოდგენილი, თუმცა ვინც იყო მოისმინეს კიდეც რა საფრთხეებია ამ მხრივ, რა მცდელობები და ფაქტები აღიკვეთა ამ მხრივ. ეს ჩარევები ქართულ პოლიტიკაში არის რუსეთიდან, რა თქმა უნდა, რუსეთი ცდილობს [ჩარევას], მაგრამ არა მხოლოდ რუსეთი. ეს არის მნიშვნელოვანი. პრობლემა არის მაშინ, როდესაც ასეთი განცხადებებით ცდილობენ იმის წარმოჩენას, თითქოს ერთადერთი წყარო არის რუსეთი და ამით ჩვენ ყურადღებას სხვა მიმართულებები ადუნებენ. კიდევ ერთხელ, ქალბატონ სალომეს, რაც შეეხება მისი განცხადებები აღარ წარმოადგენს ჩემს დიდ ინტერესს. თუმცა ყველას ვატყობთ, რომ ხაზგასმა არის რუსეთის ჩარევის პრობლემაზე. არ ვიცი ამას ვის ეუბნებიან. ეუბნებიან საქართველოს მოსახლეობას, რომელიც 30 წელია ამ ბრძოლაშია? რამე ახალს ამბობენ, რომ რუსეთი ცდილობს ჩაერიოს ქართულ პოლიტიკაში? არ ვიცი, მგონი, ამ მხრივ რაიმე ახლის აღმოჩენა არ არის. მე ხაზი გავუსვი, რომ არჩევნებში ნებისმიერი ჩარევა, არის საქართველოს მოსახლეობის ინტერესების წინააღმდეგ. მნიშვნელობა არ აქვს საიდან არის ეს ჩარევა",- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი ანთაძე - ოფიციალურ ციფრებს რომ გავყვეთ, მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი ოპოზიციურად არის განწყობილი, ბოლო მოვლენების ფონზე ეჭვი მეპარება, რომ ეს ხალხი დღეს ხელისუფლების მომხრე გამხდარიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 28.04.2025
ისარგებლეთ სპეციალური შეთავაზებით სუბურბან საგურამოში ლიმიტირებულ მიწის ნაკვეთზე
არქიში ერთ დღეში რეკორდული რაოდენობის - 201 ბინა გაიყიდა
იმპექსის სააფთიაქო ქსელმა მომხმარებელს KORRES-ის ინოვაციური ანტიასაკობრივი ხაზი Black Pine Primus წარუდგინა
დღეს „ავერსის“ სააფთიაქო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს ქეშბექ აქციას სთავაზობს
ქართველი სტომატოლოგებისა და სტუდენტებისთვის PSP-ს ექსკლუზიური პარტნიორის, იტალიური ბრენდის Curasept-ის ერთობლივი ღონისძიებები ჩატარდა