უკრაინისა და ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა „მშვიდობის ფორმულა“ და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი განიხილეს

უკრაინისა და ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა „მშვიდობის ფორმულა“ და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი განიხილეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იგლი ჰასანი ავრცელებს.

„მე ჩემს კოლეგას უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის „მშვიდობის ფორმულისა“ და უკრაინის ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ მტკიცე მხარდაჭერა, მათ შორის ქვეყნის აღდგენისას ჩვენი მზადყოფნა, დავუდასტურე“, - განაცხადა იგლი ჰასანმა.

იგლი ჰასანმა აღნიშნა, რომ დმიტრო კულებასთან ორმხრივი კავშირების გაღრმავებისა და ქვეყნებს შორის დინამიური პარტნიორობის ხელშეწყობის საკითხებიც განიხილა.

პარალელურად, ვოლოდიმირ ზელენსკი ალბანეთის პრემიერ-მინისტრს, ედი რამას შეხვდა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია