გორის მერია - სოფელ საქაშეთის დევნილთა დასახლებაში საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, სოფელ საქაშეთის დევნილთა დასახლებაში საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება და დევნილებს დაზიანებული გზის საფარით გამოწვეული პრობლემები აღარ შეაწუხებთ.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 2 620 მეტრია. გზის რეაბილიტაცია დასახლების ყველა ქუჩაზეა დაგეგმილი.

„სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და გორის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 1 499 498 ლარია.

პროექტის მიხედვით მოხდება როგორც ტრანსპორტის სავალი ნაწილის, ასევე სანიაღვრე არხების მოწყობა.

საგზაო ინფრასტრუქტურა გორის მუნიციპალიტეტში არსებულ სხვა ყველა დევნილთა დასახლებაში უკვე მოწესრიგებულია“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია