ალექსეი ნავალნის 1-ელ მარტს მოსკოვში დაკრძალავენ

პატიმრობაში გარდაცვლილ რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ალექსეი ნავალნის 1-ელ მარტს მოსკოვში, ბორისოვის სასაფლაოზე დაკრძალავენ, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსი ოპოზიციონერის პრესმდივანი, კირა იარმიში ავრცელებს.

„ალექსეის დაკრძალვა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში 1-ელ მარტს 14:00 საათზე გაიმართება. ადრე მობრძანდით“, - განაცხადა კირა იარმიშმა.

ნავალნის თანაგუნდელებმა განაცხადეს, რომ ეკლესიის პოვნა, რომელიც მსახურებას ჩაატარებდა, ძალიან რთული იყო.

შეგახსენებთ, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი იამალო-ნენეცის ავტონომიური ოლქის კოლონიაში 16 თებერვალს გარდაიცვალა. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის მტკიცებით, ნავალნიმ თავი ცუდად იგრძნო და გონება დაკარგა, რის შემდეგაც მედიკოსებმა მის გადასარჩენად რეანიმაციული ღონისძიებები განახორციელეს, მაგრამ უშედეგოდ. მოგვიანებით, მედიამ, ნავალნის თანაგუნდელებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნავალნის გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად „უეცარი სიკვდილის სინდრომი“ დასახელდა. ალექსეი ნავალნის ცხედარი დედას 24 თებერვალს გადასცეს.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა