თორნიკე რიჟვაძე საქართველოში ბულგარეთის ელჩს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ვესელინ ვალკანოვს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

თორნიკე რიჟვაძემ ბულგარეთის მთავრობას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.

„ბულგარეთი საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. ქვეყნებს შორის თანამშრომლობა მოიცავს ეკონომიკურ, კულტურულ, საგანმანათლებლო და ტურიზმის მიმართულებებს.

შეხვედრაზე, ხაზი გაესვა ორი ქვეყნის ნაყოფიერ თანამშრომლობას არაერთი მიმართულებით. განსაკუთრებით აღინიშნა შავი ზღვის პოტენციალის გამოყენების მნიშვნელობა და ამ პროცესში, რეგიონული თანამშრომლობის აუცილებლობა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს