მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა

მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა.

მარნეულის მერიის ინფორმაციით, პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები მუნიციპალიტეტის 17 ადმინისტრაციული ერთეულის 77 სოფელში, მერის, კენან ომაროვის ბრძანების საფუძველზე შექმნილმა სამუშაო ჯგუფებმა გამართეს.

მათივე ცნობით, კრებებზე ადგილობრივმა მოსახლეობამ აირჩია, აღნიშნული პროგრამით თუ რა ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება მათ სოფლებში.

„აღსანიშნავია, რომ 2024 წელს მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 232 000 ლარია გამოყოფილი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია