მოლდოვის მთავრობის პრესსპიკერი აცხადებს, რომ კიშინიოვი დნესტრისპირეთის ე.წ. დეპუტატების  „პროპაგანდისტული სხდომის შემდეგ“ ესკალაციას არ ელის

მოლდოვა დნესტრისპირეთის “დეპუტატების” პროპაგანდისტული სხდომის შემდეგ ესკალაციას არ ელის. ამის შესახებ მოლდოვის მთავრობის პრესსპიკერმა დანიელ ვოდემ განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ მოლდოვის მთავრობაში თვლიან, რომ დნესტრისპირეთის “დეპუტატების სხდომა” და მისი გადაწყვეტილებები ესკალაციისა და დესტაბილიზაციის საფრთხეს არ ქმნიან.

“ეს ღონისძიება კრემლისა და მათ მიერაა დაგეგმილი, ვინც დნესტრის მარცხენა მხარეს იმყოფება. დესტაბილიზაციის საფრთხეს ვერ ვხედავთ. ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით და ვიმეორებთ, რომ ამ რეგიონს ასევე სურს მშვიდობა და უსაფრთხოება”, - განაცხადა ვოდემ.

მოლდოვის მთავრობის სპიკერმა ტირასპოლში ჩატარებულ სხდომას წმინდად პროპაგანდისტული მოვლენა უწოდა, “ხრიკი, რომელიც უცხოელი ჟურნალისტების პირდაპირ ტრანსლაციებსა და დაძაბულ სათაურებს არ იმსახურებს”.

მან ხუმრობით აღნიშნა, რომ ოთხშაბათი დღის ერთადერთი “დაძაბულობა” მოჟამული ამინდი იყო.

ცნობისთვის, ოთხშაბათს ოკუპირებული დნესტრისპირეთის “დეპუტატებმა” რუსეთს დაცვა სთხოვეს “მოლდოვის გაძლიერებული ზეწოლის პირობებში”. მათ ასევე მოსკოვს მიმართეს, გაითვალისწინოს ოკუპირებულ რეგიონში მუდმივი ბინადრობის მქონე 220 ათასი რუსეთის მოქალაქე და “დნესტრზე რუსული მშვიდობისმყოფელების უნიკალური დადებითი გამოცდილება”.

ვახუშტი მენაბდე - ჩვენ ახლა ვართ მდგომარეობაში, როცა „ქართული ოცნება“ პროცესებს მართავს არა კანონზე, არამედ ძალაზე დაყრდნობით და ძალის დემონსტრირებით ცდილობს თავისი მმართველობის დაკანონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით