უკრაინის დაზვერვის სპიკერი - რუსეთმა დნესტრისპირეთის “დეპუტატების” სხდომიდან სასურველი შედეგი ვერ მიიღო

რუსეთმა დნესტრისპირეთის “დეპუტატების” სხდომიდან სასურველი შედეგი ვერ მიიღო. ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს სპიკერმა ანდრეი იუსოვმა განაცხადა.

“დღეს, “დმრ”-ში [დნესტრისპირეთის მოლდავური რესპუბლიკა”] ვითარების გათვალისწინებით, არაფერი არ მოხდა. რუსეთმა სასურველი შედეგი არ მიიღო. ამ ვითარებაში მათი მცდელობებმა - პოლიტიკურმაც და საინფორმაციომაც - მარცხი განიცადეს”, - განაცხადა იუსოვმა.

მისი თქმით, ცნობები იმის შესახებ, რომ დნესტრისპირეთის “დეპუტატები” ვლადიმერ პუტინს რუსეთის შემადგენლობაში შესვლას სთხოვდნენ, არ დადასტურდა, როგორც უკრაინის დაზვერვა ვარაუდობდა.

იუსოვმა აღნიშნა, რომ ოკუპირებული რეგიონის “დეპუტატების სხდომამ” არა მხოლოდ რუსეთს, არამედ ევროპულ ინსტიტუტებსაც მიმართა “მრავალვექტორულ სტილში”, რაც თავის მხრივ “მრავლისმეტყველი ფაქტია”.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია