ანა ფოტიგა - მიხეილ სააკაშვილი პუტინის პირადი მტერი და პატიმარია, არ დავუშვებთ, რომ ციხეში დაიღუპოს

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში მისი მოთხოვნით ორი შესწორება შევიდა.

ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ ცვლილებები ეხება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს.

მიხეილ სააკაშვილი პუტინის პირადი მტერი და პატიმარია, არ დავუშვებთ, რომ ციხეში დაიღუპოს. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და უნდა დაბრუნდნენ საქართველოს. ევროპარლამენტმა მიიღო ჩემი ორი ცვლილება საქართველოს მხარდასაჭერად“, - წერს ფოტიგა.

შესწორების ტექსტში, რომელსაც ანა ფოტიგა ავრცელებს, აღნიშნულია, რომ „ევროპარლამენტი იმეორებს მოწოდებას, ჰუმანიტარული ნიშნით გათავისუფლდეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და მოუწოდებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, გამოიყენოს კონსტიტუციური უფლება, რომ შეიწყალოს ის, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებას“.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი მკაცრად გმობს რუსეთის გეგმებს, ააშენოს მუდმივი სამხედრო-საზღვაო ბაზა ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირეში და მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, მხარი დაუჭიროს ყველა ძალისხმევას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ამ უხეში დარღვევის დასასჯელად.

ცნობისთვის, ევროპარლამენტმა საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის განხორციელების შეფასების შესახებ ორი ანგარიში მიიღო, რომლებშიც საქართველოზეცაა საუბარი. ევროპარლამენტარ დევიდ მაკალისტერის ანგარიშს 338 ხმით, 86-ის წინააღმდეგ დაუჭირეს მხარი, სვენ მიქსერის მიერ მომზადებული დოკუმენტი კი 350 ხმით, 91-ის წინააღმდეგ მიიღეს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია