CNN - ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში არსებობს შეშფოთება, რომ ისრაელი, შესაძლოა, ლიბანში შეიჭრას

ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის და დაზვერვის წარმომადგენლებს შორის არსებობს შეშფოთება, რომ ისრაელი ლიბანში სახმელეთო შეჭრას გეგმავს.

ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ტელეკომპანია ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ისრაელმა, შესაძლოა ოპერაცია გაზაფხულის ბოლოს ან ზაფხულის დასაწყისში დაიწყოს, თუ დიპლომატიური ძალისხმევით „ჰეზბოლა“ ისრაელის ჩრდილოეთ საზღვრიდან უკან არ დაიხევს.

CNN-ის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, ბაიდენის ადმინისტრაციაში საკმარისად მწვავეა შეშფოთება, რომ შეჭრის პერსპექტივა ადმინისტრაციის მაღალი რანგის თანამდებობის პირების სადაზვერვო დოკუმენტებში მოხვდა.

„ვმოქმედებთ იმ ვარაუდით, რომ ისრაელის სამხედრო ოპერაცია უახლოეს თვეებში განხორციელდება. შესაძლოა, ამ გაზაფხულის ბოლოს. ისრაელის სამხედრო ოპერაცია მკაფიო შესაძლებლობაა“, - განაცხადა ბაიდენის ადმინისტრაციის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა CNN-თან საუბარში.

ისრაელი-ლიბანის საზღვარზე ვითარება 2023 წლის ოქტომბრიდან, ღაზას სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციების დაწყების შემდეგ გაუარესდა. ისრაელი და „ჰეზბოლა“ საზღვრის გასწვრივ მდებარე ტერიტორიებზე ერთმანეთის პოზიციებს თითქმის ყოველდღე ბომბავენ. ლიბანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის დაბომბვის გამო სამხრეთ ლიბანში 100 ათასამდე ადამიანი იძულებული გახდა საცხოვრებელი სახლები დაეტოვებინა.

ისრაელის მხარე აცხადებს, რომ ლიბანის მხრიდან განხორციელებული თავდასხმების გამო, ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში იძულებით გადაადგილებული, დაახლოებით, 80 000 ადამიანი გახდა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში