უკრაინის საჰაერო ძალებმა კიდევ ერთი რუსული „სუ-34“ ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსული „სუ-34“ ჩამოაგდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური, ნიკოლაი ოლეშჩუკი ავრცელებს.

ნიკოლაი ოლეშჩუკის ცნობით, დღეს დილით, უკრაინის საჰაერო ძალებმა აღმოსავლეთის მიმართულებით კიდევ ერთი რუსული „სუ-34“ ტიპის მოიერიშე-ბომბდამშენი ჩამოაგდეს.

„დღეს 29 თებერვალია, თარიღი, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ მოდის, მაგრამ კიდევ ერთი თვითმფრინავის დაკარგვით რუსებისთვის ნაცნობი დღეა. მინუს ერთი „სუ-34“ აღმოსავლეთის მიმართულებით!“, - აცხადებს ნიკოლაი ოლეშჩუკი.

ცნობისთვის, უკანასკნელი სამი დღის განმავლობაში უკრაინელებმა 3, ხოლო ბოლო თვის განმავლობაში 11 რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება