მეთიუ მილერი - აშშ მოლდოვის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მტკიცედ უჭერს მხარს

აშშ მოლდოვის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მტკიცედ უჭერს მხარს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

„ევროპაში რუსეთის მზარდი აგრესიული და დესტაბილიზაციის გამომწვევი როლის გათვალისწინებით, ჩვენ დნესტრისპირეთში რუსეთის ქმედებებს და რეგიონში შექმნილ უფრო ფართო ვითარებას ყურადღებით ვაკვირდებით

ჩვენ კიშინიოვსა და ტირასპოლს კვლავ მოვუწოდებთ, რომ ერთად იმუშაონ და დნესტრის ორივე მხარეს არსებული აქტუალური პრობლემების გადაწყვეტის გზები იპოვონ“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.

შეგახსენებთ, გუშინ, მოლდოვის სეპარატისტული რეგიონის ე.წ. დეპუტატებმა რუსეთს „მოლდოვის ზეწოლისგან დაცვა“ სთხოვეს.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია