ნორვეგიის დასავლეთ სანაპიროსთან ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა

ნორვეგიის დასავლეთ სანაპიროსთან ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ნორვეგიის პოლიცია ავრცელებს.

ნორვეგიის სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრის ცნობით, ვერტმფრენი, რომელშიც ექვსი ადამიანი იმყოფებოდა, ნორვეგიის დასავლეთ სანაპიროსთან ოკეანეში ჩავარდა.

ნორვეგიის პოლიციამ განაცხადა, რომ მაშველებმა ბორტზე მყოფი ექვსი ადამიანის ოკეანიდან ამოყვანა შეძლეს, მაგრამ ერთი მათგანი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

უბედური შემთხვევის დროს Sikorsky S-92 ვერტმფრენი სამძებრო-სამაშველო სასწავლო მისიაში მონაწილეობდა.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა