თინა ბოკუჩავა - ანტიდასავლური რიტორიკა ივანიშვილის მმართველობის პირობებში არ შეიცვლება, რადგან ის ანტიდასავლელი ლიდერია - აუცილებელია ხელისუფლების ცვლილება, რომ საქართველო ევროპულ კალაპოტს დაუბრუნდეს

ანტიდასავლური რიტორიკა ივანიშვილის მმართველობის პირობებში არ შეიცვლება, რადგან ის, თავის არსით, ანტიდასავლელი ლიდერია - აუცილებელია ხელისუფლების ცვლილება, რომ საქართველო დაუბრუნდეს ევროპულ კალაპოტს და ევროპული მმართველობის სტილს, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ ახალ პრემიერ-მინისტრს „ყველაზე ანტიდასავლური პროპაგანდისტული“ რიტორიკა ჰქონდა, მაგრამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან მთავრობის რიტორიკა უეცრად შეიცვალა.

ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ზურაბიშვილის პოლიტიკური გულწრფელობა და დასავლეთისთვის ღიად საუბარი იმაზე, რომ ივანიშვილის პარტიამ უღალატა ქართველი ხალხის ევროპულ არჩევანს. "არანაკლებ კრიტიკას ვისმენთ პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მხრიდან, რომელიც გასაგებია, რომ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ივანიშვილის ერთპიროვნული მმართველობის მოდელში არ იღებს, თუმცა, კონსტიტუციურად მეორე ყველაზე მნიშვნელოვან თანამდებობაზეა ქვეყნის მმართველობის სტრუქტურაში. ანტიდასავლური რიტორიკა ივანიშვილის მმართველობის პირობებში არ შეიცვლება, რადგან ის თავის არსით ანტიდასავლელი ლიდერია. ამისთვის აუცილებელია ხელისუფლების ცვლილება, რათა საქართველოს მმართველობა დაუბრუნდეს ევროპულ კალაპოტს და ევროპული მმართველობის სტილს. ღრმად ვარ დარწმუნებულო, რომ ეს ასეც იქნება ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, როცა ჩვენ მოვიღებთ კოალიციურ პროდასავლურ ხელისუფლებას. მნიშვნელოვანია ზურაბიშვილის პოლიტიკური გულწრფელობა და დასავლეთისთვის ღიად საუბარი იმაზე, რომ ივანიშვილის პარტიამ უღალატა ქართველი ხალხის ევროპულ არჩევანს. თუმცა, აქვე ვისურვებდი მთავარი გადაწყვეტილება, რომელიც მას პირადად ეკუთვნის მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თაობაზე, იქნება ევროპული და შეისმენს უამრავ მოწოდებას, რომელსაც ვიღებთ ევროპული სტრუქტურებისგან პრეზიდენტი სააკაშვილის გათავისუფლების თაობაზე”, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება