ანა ბუჩუკური - თუ სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალების გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს იქნება პირდაპირი საჩუქარი პერსონალურად ბიძინა ივანიშვილისთვის და „ქართული ოცნებისთვის“

თუ სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალების გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს იქნება პირდაპირი საჩუქარი პერსონალურად ბიძინა ივანიშვილისთვის და „ქართული ოცნებისთვის“, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით.

ამასთან, დეპუტატის თქმით, ბრიუსელში და ბერლინში გამართულ შეხვედრებზე მიხეილ სააკაშვილის, როგორც პოლიტიკოსის მიმართ ინტერესი, არ ყოფილა.

„დავიწყებ იმით, რომ ზუსტად გუშინ დავბრუნდი ევროპიდან, ძალიან ბევრი შეხვედრა გვქონდა ჩვენ, ჩემი პირადი მონაწილეობით ბრიუსელში და ბერლინში. არცერთ ასეთ შეხვედრაზე ევროპული სახელმწიფოების ოფიციალურ წარმომადგენლებთან მიხეილ სააკაშვილის საკითხი არ დასმულა, უბრალოდ მიხეილ სააკაშვილის, როგორც პოლიტიკოსის მიმართ ინტერესი, არც ბრიუსელში და არც ბერლინში შეხვედრებზე არ ყოფილა. ეს არის ფაქტი და მოცემულობა.

რაც შეეხება კონკრეტულად სალომე ზურაბიშვილს, მხოლოდ ერთს ვიტყვი, თუკი სალომე ზურაბიშვილი მიიღებს გადაწყვეტილებას სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით, ვთვლით, რომ მანდ ეს არ უნდა გააკეთებს, მაგრამ თუ ის ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს იქნება პირდაპირი საჩუქარი პერსონალურად ბიძინა ივანიშვილისთვის და “ქართული ოცნებისთვის”, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Chatham House-ში ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხის დროს განაცხადა, რომ „სააკაშვილის შეწყალების შესაძლებლობა მორალური გადაწყვეტილებაა, რომელსაც ჩემით მივიღებ, შეუძლებელია ამაზე გავლენის მოხდენა საგარეო ან შიდა ზეწოლით.”

ამასთან, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სააკაშვილი ალექსეი ნავალნი არ არის. მან ისაუბრა სააკაშვილის მმართველობის პერიოდზე და განაცხადა, რომ ის პატიმრობაში "რეალური მიზეზით" არის, თუმცა, პრეზიდენტის თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ ჰუმანიტარული პერსპექტივა არ უნდა იყოს დაცული და ძალიან ახლოდან აკვირდება ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებულ ვითარებას.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა