შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გაერო-ს ბავშვთა ფონდის და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის მმართველი კომიტეტის შეხვედრაში მონაწილეობდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ მონაწილეობა მიიღო გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის - „ბავშვთა დაცვის სისტემების და მომსახურებების გაძლიერება საქართველოში“ მმართველი კომიტეტის შეხვედრაში.

შსს-ს ინფორმაციით, ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში იესპერ მოლერმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილემ კატალინ გერმანმა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ - ბუბა ლომუაშვილმა, რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა და გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა.

„ალექსანდრე დარახველიძემ აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პრიორიტეტულია მართლმსაჯულების სისტემაში მოხვედრილი არასრულწლოვნების უფლებებისა და ინტერესების მაქსიმალური დაცვის უზრუნველყოფა და ბავშვების მონაწილეობით ჩასატარებელ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების მათზე მორგებულ გარემოში განხორციელება.

ღონისძიების დასასრულს ალექსანდრე დარახველიძემ მადლობა გადაუხადა გაეროს ბავშვთა ფონდს და ევროკავშირს შინაგან საქმეთა სამინისტროს მუდმივი მხარდაჭერისა და ინსტიტუციურ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

ღონისძიების მიზანს პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობებისა და მიღწეული შედეგების შეჯამება, ასევე, სამომავლო პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა წარმოადგენდა.

აღნიშნული პროექტი, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა პარტნიორ უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით, 2021 წლიდან ხორციელდება. იგი ითვალისწინებს გააძლიეროს ოჯახებისგან განცალკევების რისკის მქონე, ალტერნატიულ ზრუნვაში მყოფი, ძალადობის მსხვერპლი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვების დაცვა და მხარდაჭერა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში