თინა ბოკუჩავა - ევროპარლამენტმა ანგარიში მიიღო, რომელიც ხაზს უსვამს პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლების მნიშვნელობას და პირდაპირ მოუწოდებს პრეზიდენტ ზურაბიშვილს, შეიწყალოს სააკაშვილი

ევროპარლამენტმა ანგარიში მიიღო, რომელიც ხაზს უსვამს პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლების მნიშვნელობას და პირდაპირ მოუწოდებს პრეზიდენტ ზურაბიშვილს - გამოიყენოს მის ხელთ არსებული შეწყალების საკონსტიტუციო ბერკეტი და შეიწყალოს პრეზიდენტი სააკაშვილი, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი განმარტებით, ანგარიშს, რომელიც ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მიერ არის მომზადებული, მხარს უჭერს სამასამდე ევროპარლამენტარი.

ბოკუჩავას თქმით, პრეზიდენტი სააკაშვილის გათავისუფლება მნიშვნელოვანია პოლიტიკური დეპოლარიზაციისთვის, „რაც თავისთავად აუცილებელი წინაპირობაა ევროინტეგრაციის გზაზე და ცხრა დათქმის ინტეგრალური ნაწილია“.

„პრეზიდენტი სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი კვლავ ევროპული პოლიტიკის ფოკუსშია. გუშინ, ევროპარლამენტმა მიიღო ანგარიში, რომელიც ხაზს უსვამს პრეზიდენტი სააკაშვილის გათავისუფლების მნიშვნელობას და პირდაპირ მოუწოდებს პრეზიდენტ ზურაბიშვილს გამოიყენოს მის ხელთ არსებული შეწყალების საკონსტიტუციო ბერკეტი და შეიწყალოს პრეზიდენტი სააკაშვილი. ევროპარლამენტის მოწოდებაში პრეზიდენტი ზურაბიშვილის მიმართ აღნიშნულია, რომ პრეზიდენტი სააკაშვილის გათავისუფლება მნიშვნელოვანია პოლიტიკური დეპოლარიზაციისთვის, რაც თავისთავად აუცილებელი წინაპირობაა ევროინტეგრაციის გზაზე და ცხრა დათქმის ინტეგრალური ნაწილია. ანგარიშს, რომელიც ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მომზადებულია, მხარს უჭერს სამასამდე ევროპარლამენტარი ყველა პოლიტიკური ჯგუფიდან, იქნება ეს ევროპის სახალხო პარტია თუ ევროპული სოციალისტები“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

როგორც მან აღნიშნა, ევროპის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიმართვა პრეზიდენტ ზურაბიშვილზე პირველი არ არის. მისივე თქმით, ამას გარდა, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ასევე, პრეზიდენტი სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით მიმართა პრეზიდენტ ზურაბიშვილს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

„პრეზიდენტი სააკაშვილის გათავისუფლების მოწოდება გააჟღერა მსოფლიოს მრავალმა ლიდერმა, იქნება ეს საფრანგეთის პრეზიდენტი თუ ევროპარლამენტის პრეზიდენტი. გუშინ, ლონდონში დისკუსიაზე, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა აღნიშნა პრეზიდენტ სააკაშვილზე აუდიტორიისგან დასმულ კითხვაზე, რომ შეწყალება მორალური საკითხია და მისი პირადი გადაწყვეტილებაა. თითოეულ ადამიანს თავისი პირადი მორალური კოდექსი აქვს, მაგრამ ჩვენი ქვეყნის ისტორიული, ეროვნული და ევროპული მომავლის ლოგიკა მოითხოვს ქვეყნის მესამე პრეზიდენტის თავისუფლებას. მრავალგზის მითქვამს და გავიმეორებ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილის ტყვეობა არის ისტორიული უსამართლობა და ეს ისტორიული უსამართლობა უნდა დასრულდეს. პრეზიდენტ ზურაბიშვილმა გუშინდელ გამოსვლაში ასევე თქვა, რომ ხელისუფლებას აქვს უფლებამოსილება შეცვალოს პრეზიდენტ სააკაშვილის აღკვეთის ღონისძიება სამაჯურით ან შინაპატიმრობით, ან გამოიყენოს ექსტრადიციის პროცედურა, მაგრამ ივანიშვილის პირობებში ეს შეუძლებელია, რადგან ივანიშვილი უსმენს მოსკოვს და პრეზიდენტ ზურაბიშვილმა ევროპისკენ მიმავალ ქართველ ხალხს შეუძლია აჩვენოს, რომ ის უსმენს ევროპას, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში დგება მომენტი, რომელიც მოითხოვს ყოველგვარი პოლიტიკური თუ პიროვნული განსხვავებების ნიველირებას ერთი საერთო ეროვნული მიზნის ინტერესით. ასეთი მომენტია საქართველოსთვის ახლა, როცა გაჩნდა ისტორიული უნიკალური შესაძლებლობა ევროინტეგრაციის გზაზე და ამ გზაზე გადამწყვეტი სიტყვა ეთქმის სწორედ საქართველოს პრეზიდენტს. მე მჯერა, რომ საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტურ უმრავლესობას სურს, რომ ეს სიტყვა ევროპული იყოს“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ