კახა კალაძე - ქვეყნის რეპუტაციას აზიანებს ის ქმედებები, რაც სააკაშვილმა და მისმა გუნდმა ხელისუფლებაში ყოფნის დროს გააკეთეს

ქვეყნის რეპუტაციას აზიანებს ის ქმედებები, რაც სააკაშვილმა და მისმა გუნდმა ხელისუფლებაში ყოფნის დროს გააკეთეს, - ასე გამოეხმაურა მედიასთან თბილისის მერი კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სალომე ზურაბიშვილის მიერ Chatham House-ში გაკეთებულ განცხადებებს.

დედაქალაქის მერის თქმით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ჩადენილ დანაშაულზე ყველამ უნდა აგოს პასუხი.

ამასთან, კალაძემ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის მმართველობა, რომელიც უმძიმესი იყო, დემოკრატიით ინიღბებოდა.

„ქვეყნის რეპუტაციას აზიანებს ის ქმედებები, რაც სააკაშვილმა და მისმა გუნდმა ხელისუფლებაში ყოფნის დროს გააკეთეს. ეს არის ყველაზე მძიმე. თუ გავიხსენებთ წლებს, ის მმართველობა, რომელიც უმძიმესი იყო, სისხლიანი და უბედურების მომტანი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, დემოკრატიით ინიღბებოდა, გვაჯერებდნენ, თითქოს ეს იყო დემოკრატიის შუქურა. თითქოს ევროპაში არ გვქონდეს ნაცხოვრები, არ ვიცოდეთ, რა არის რეალურად დემოკრატია. ამ ყველაფერს აჯერებდნენ ხალხს, მცდელობა ჰქონდათ. უბედურება ხდებოდა, ხალხის ქუჩაში ხოცვა, გახსოვთ, როგორ იყო გათელილი გამოხატვის თავისუფლება, სასამართლო არ არსებობდა, ნოტარიუსის ფუნქციას წარმოადგენდა. უმძიმესი მდგომარეობა იყო და გამოდიოდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ ეს იყო დემოკრატია.

ადამიანს აქვს ჩადენილი დანაშაული, ვინც არ უნდა იყოს, კანონის წინაშე ყველა თანასწორები ვართ. ეს კი არ აზიანებს ქვეყნის რეპუტაციას, პირიქით. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ არავის აქვს უფლება, მოეპყროს ქვეყნის მოსახლეობას ისე, როგორც ამას ამას სააკაშვილი და მისი გუნდი წლების განმავლობაში აკეთებდნენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კითხვაზე, საბოლოოდ, როგორ შეაფასებს სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს სააკაშვილზე, კალაძე პასუხობს: „ცდილობს, ალიბს იხსნის, ალბათ, რაღაც გადაწყვეტილების მიღება უნდა“.

„ამას ფუთავს, თითქოს ქვეყანა რეპუტაციულად ზიანდება. ავხსენი, რომ რეპუტაციასთან კავშირი არ აქვს, შესაძლოა პირიქით იყოს“, - აღნიშნა კალაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Chatham House-ში ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ისაუბრა. პრეზიდენტმა სააკაშვილის შეწყალებაზე საუბრისა განმარტა, რომ ეს მორალური გადაწყვეტილებაა.

„ეს მორალური გადაწყვეტილებაა რომელსაც ჩემით მივიღებ და პასუხს მხოლოდ საკუთარი თავის წინაშე ვაგებ, ეს არ არის ის, რაზე გავლენაც შეიძლება მოახდინო ზეწოლით“,- აღნიშნა პრეზიდენტმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია