კახა კალაძე - ვისმენთ განცხადებებს, რომ ვიღაცები ერთიანდებიან, ვიღაცები იშლებიან - ეს ადამიანები არიან „ნაციონალურ მოძრაობაში“ აღმოცენებული „ლუზერები“, რომელთაც არაფერი გაუკეთებიათ

ვისმენთ განცხადებებს, რომ ვიღაცები ერთიანდებიან, ვიღაცები იშლებიან. ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ეს ადამიანები არიან „ნაციონალურ მოძრაობაში“ აღმოცენებული „ლუზერები“, რომელთაც არაფერი გაუკეთებიათ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. განაცხადა

მისივე თქმით, ვინ სად გაერთიანდება, რომელ პლატფორმაზე არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ხოლო „ვისაც ხალხის მხარდაჭერაზე ყველაზე ცოტა შეუძლია ისაუბროს ეს სალომე ზურაბიშვილია“.

„არ ვიცი, ვინ რა გაერთიანებას აპირებს, ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია, თუმცა, ვისმენთ განცხადებებს, რომ ვიღაცები ერთიანდებიან, ვიღაცები იშლებიან. ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ეს ადამიანები, თუ გადახედავთ მათ აწმყოს, წარსულს, არიან „ნაციონალურ მოძრაობაში“ აღმოცენებული „ლუზერები“, რომელთაც არაფერი გაუკეთებიათ, არაფერი შეუქმნიათ. ვინ სად გაერთიანდება, რომელ პლატფორმაზე ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ხალხის მხარდაჭერაზე ვისაც ყველაზე ცოტა შეუძლია ისაუბროს ეს სალომე ზურაბიშვილია. რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს, გაერთიანებულები იქნებიან, თუ ცალკე, მათი ყველაზე მნიშვნელოვანი ქმედება იქნება, როგორმე გადალახოს საარჩევნო ბარიერი“,- აღნიშნა კალაძემ.

გია ხუხაშვილი - რადგან, თავის დროზე ღარიბაშვილმა ივანიშვილის შექმნილ, მართვის მაფიოზურ სისტემაში ჭანჭიკად ყოფნასა და მონაწილეობაზე ხელი მოაწერა, ახლა ყველას რაღაც აბსურდში ნუ გადაგვიყვანს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა