ვლადიმერ პუტინი - დასავლეთის ქვეყნებს დაავიწყდათ, რა არის ომი და მიაჩნიათ, რომ ის, რაც უკრაინაში ხდება, ერთგვარი მულტფილმია - შედეგები ბევრად უფრო ტრაგიკული იქნება, თუ ისინი უკრაინაში გამოჩნდებიან

ნატო-ელი ინტერვენციონისტებისთვის შედეგები ბევრად უფრო ტრაგიკული იქნება, თუ ისინი უკრაინაში გამოჩნდებიან, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ყოველწლიური მიმართვისას განაცხადა.

„მათ დაიწყეს საუბარი ნატო-ს სამხედრო კონტინგენტების უკრაინაში გაგზავნის შესაძლებლობაზე, მაგრამ გვახსოვს მათი ბედი, ვინც ოდესღაც თავისი კონტინგენტები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე გამოგზავნა, მაგრამ ახლა შესაძლო ინტერვენციონისტებისთვის შედეგები ბევრად უფრო ტრაგიკული იქნება“, - აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, რუსეთს აქვს იარაღი, რომელსაც შეუძლია დასავლეთის ქვეყნების ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე დარტყმა.

„მათ საბოლოოდ უნდა გააცნობიერონ, რომ ჩვენც გვაქვს იარაღი და მათ იციან ამის შესახებ. ჩვენ ასევე გვაქვს იარაღი, რომელსაც შეუძლია დაარტყას სამიზნეებს მათ ტერიტორიაზე”, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

როგორც პუტინმა აღნიშნა, დასავლეთის ქვეყნებს უკვე დაავიწყდათ რა არის ომი, მათ მიაჩნიათ, რომ ის, რაც უკრაინაში ხდება, ერთგვარი „მულტფილმია“.

„ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც არ გაუვლიათ რთული გამოცდილება, მათ უკვე დაავიწყდათ რა არის ომი. ჩვენ, დღევანდელმა თაობამაც კი, ასეთი რთული განსაცდელი გამოვიარეთ კავკასიაში საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის დროს, ახლა, კონფლიქტის კონტექსტში, უკრაინაშიც იგივე ხდება. მათ ჰგონიათ, რომ მათთვის ეს ყველაფერი ერთგვარი მულტფილმია“, - განაცხადა პუტინმა.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა