ვლადიმერ პუტინი - სპეციალურ სამხედრო ოპერაციას რუსების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა

სპეციალურ სამხედრო ოპერაციას რუსების აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ყოველწლიური მიმართვისას განაცხადა.

„დღეს, როდესაც ჩვენი სამშობლო თავის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას იცავს, თავისი თანამემამულეების სიცოცხლეს დონბასსა და ნოვოროსიაში, ამ ბრძოლაში გადამწყვეტი როლი ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს ერთობას, სამშობლოს ერთგულებას, მის ბედზე პასუხისმგებლობას ეკუთვნის“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ რუსი ჯარისკაცები გრძნობენ იმას, რომ მთელი ქვეყანა მათ გვერდითაა.

„ეს თვისებები სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასაწყისშივე ნათლად და ცალსახად გამოიხატა, როცა მას მხარი რუსი ხალხის აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაუჭირა. მიუხედავად ყველა განსაცდელისა და დანაკარგებისა, ხალხი ამ არჩევანში მტკიცეა“, - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია