მიხეილ სარჯველაძე - პატარა ბავშვს რომ აღმოაჩენენ „დახუჭობანას“ თამაშისას და ის მაინც ცდილობს არ გამოვიდეს სამალავიდან, დაახლოებით, ამ მდგომარეობაშია ზურაბიშვილი - ცდილობენ, პლაცდარმი მოუმზადონ სააკაშვილის შეწყალებისთვის

ცდილობენ, პლაცდარმი მოუმზადონ ზურაბიშვილს, რომ მან სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღოს - პატარა ბავშვს რომ აღმოაჩენენ „დახუჭობანას“ თამაშისას და ის მაინც ცდილობს არ გამოვიდეს სამალავიდან, დაახლოებით, ამ მდგომარეობაშია ზურაბიშვილი,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების თაობაზე ევროპარლამენტის რეზოლუციას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას ინიციატივა, რეზოლუციაში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ჩანაწერი გაჩენილიყო, მავნებლურია. სარჯველაძე აცხადებს, რომ მსგავსმა ინიციატივებმა, შესაძლოა, საქართველოში ევროპულ ღირებულებებთან დაკავშირებით ფრუსტრაცია გააჩინოს.

მისივე თქმით, საინტერესოა, ეს რამდენად აქვთ გააზრებული იმ ევროპარლამენტარებს, რომლებმაც იცოდნენ სააკაშვილთან დაკავშირებული ჩანაწერის შესახებ და მას მხარი დაუჭირეს.

„გამიხარდება თუ მეშლება, მაგრამ როგორც ჩანს და ყველაფერი ამაზე მიანიშნებს, ცდილობენ, რომ პლაცდარმი მოუმზადონ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, რომ მან მიიღოს გადაწყვეტილება სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით. ამაზე ბევრი რამ მიანიშნებს და ვფიქრობ, ეს ძალიან სერიოზულად განსახილველი ამბავია. როგორც ადრე იყო, ერთ ერთმა ევროპარლამენტარმა გაყიდა სალომე ზურაბიშვილი, როცა თქვა, რომ ერთ ერთ შეწყალებასთან დაკავშირებით წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია, დაახლოებით იგივე სურათია ახლაც. მდგომარეობა დაახლოებით, ასეთია - პატარა ბავშვს რომ აღმოაჩენენ „დახუჭობანას“ თამაშის დროს, გაშიფრულია ეს გეგმა და ის მაინც ცდილობს არ გამოვიდეს სამალავიდან, დაახლოებით ამ მდგომარეობაშია სალომე ზურაბიშვილი. საქართველოში ყველამ იცის, რომ როგორც ჩანს, ის აპირებს ამის გაკეთებას, ის უბრალოდ მძევალია მანამდე გაკეთებული სხვათა შორის აბსოლუტურად მართებული განცხადებისა და ახლა, როცა გადაწყვეტილი აქვს შეცვალოს პოზიცია, სჭირდება უბრალოდ მყარი დასაყრდენი, ეს ძალიან ცუდად ჩანს, გაშიფრულია და ვფიქრობ ამ გეგმის განხორციელებაზე ალბათ უმჯობესია ხელი აიღონ ადამიანებმა, ვინც ამას გეგმავს. არის რამდენიმე ევროპარლამენტარი საქართველოში ოდიოზურად რომ გამოიყურებიან, საბედნიეროდ, ყველაზე და უდიდეს უმრავლესობაზე ეს არ ვრცელდება. მათთვის სააკაშვილის გულშემატკივრობა და მასთან მეგობრობა უფრო მეტად ღირებულია, ვიდრე მთელი ქართველი ერი. საქართველოში ვერ გაიყიდება სააკაშვილის მხარდაჭერა როგორც დემოკრატიული იდეალების მხარდაჭერა, რადგან „კასტილიან“ კაცთან ასოცირდება. იმის მიუხედავად გეგმავენ რაღაცებს, თუ რას იფიქრებენ საქართველოში, ეს არის უპატივცემულობა ქართული საზოგადოების მიმართ. ფოტიგას ეს ინიციატივა რასაკვირველია არის აბსოლუტურად მავნებლური. მე მეშინია იმის, რომ ამან შეიძლება საქართველოს მოსახლეობაში გააჩინოს ნიჰილიზმი, ფრუსტრაცია, ნეგატიური დამოკიდებულება, რადგან არ მგონია, საქართველოში ვინმეს არ შეეძლოს კითხვის დასმა, რატომ უნდა ასოცირდებოდეს „კასტილიანი“ კაცის მფარველი პრეზიდენტი პროევროპულ ღირებულებებთან”, - განაცხადა სარჯველაძემ.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე