ვარშავამ „ქართული კულტურის დღეებს“ უმასპინძლა

22 თებერვლიდან 25 თებერვლის ჩათვლით პოლონეთის დედაქალაქმა ვარშავამ უმასპინძლა „ქართული კულტურის დღეებს“.

პროექტი შეიმუშავა და განახორციელა ნიდერლანდებში მოღვაწე ცნობილმა ქართველმა ბიზნესმენმა და ქველმოქმედმა, ევრო კავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს წარმომადგენელმა ბენელუქსის ქვეყნებში რომელიც დიდი ხანია მუშაობს უცხოეთში საქართველოს ისტორიის, ტრადიციებისა და ღირებულებების გასაცნობად. ღონისძიების ორგანიზატორი იყო ნიდერლანდების ქართული კულტურის ცენტრი ამსტერდამისა და ვარშავის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით.

ქართული კულტურის დღეების ორგანიზებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საელჩომ პოლონეთში, საპატიო სტუმართა შორის იყვნენ კონსული, თეიმურაზ ფურცელაძე და ბოლნისის მერი დავით შერეზადაშვილი.

ქართული კულტურის დღეების ფარგლებში გაიმართა შემეცნებითი და კულტურული ღონისძიებები: ჰოლანდიელი და პოლონელი სტუდენტებისათვის კალიგრაფმა დავით მოისწრაფიშვილმა გამართა კალიგრაფიის მასტერკლასი, სტუდენტები ასევე გაეცნენ საქართველოსთვის მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენებს.

მოწვეულ სტუმრებს შორის, განსაკუთრებით კი ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლიების დიდი მოწონება დაიმსახურა ქართული ღვინოებისა და ქართული სამზარეულოს დეგუსტაციამ.

კულ­ტუ­რულ დღე­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნეს ევ­რო­კავ­ში­რი-სა­ქარ­თვე­ლოს ბიზ­ნეს საბ­ჭომ, "IDS ბორ­ჯო­მი სა­ქარ­თვე­ლო" წარ­მო­მად­გენ­ლო­ბამ ვარ­შა­ვა­ში და ქარ­თულ­მა რეს­ტო­რან­მა "რუ­სი­კო"-მ.

დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა ქართულმა ტრადიციულმა სამოსმა, განსაკუთრებული ინტერესი ქართული ყაბალახის ელეგანტურმა მოდელებმა გამოიწვია.

პროგრამის ფარგლებში გაიმართა თიკა სვანიძე-ვენკოს წიგნის - „ქალი სხვა სამყაროდან“ ინგლისური თარგმანის პრეზენტაცია. „ბესტსელერმა“ ვარშაველი მკითხველების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.

თიკა სვანიძე -ვენკო შეხვდა ვარშავაში ევროპული უნივერსიტეტის სტუდენტებს და ასევე ვარშავის უნივერსიტეტის სტუდენტებს რომელთა მონაწილეობით იგეგმება ქართული კულტურის დღეების ორგანიზება პოლონეთში. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

„ქართული კულტურის დღეები ვარშავაში“ იყო საქართველოს, ნიდერლანდების და პოლონეთს შორის არსებული მეგობრობისა და თამშორომლობის წარმატებული მაგალითი. პროექტის ავტორის მიზანი - ქართულ ბიზნესსა და კულტურაში არსებული თანამედროვე ტენდენციები პოპულარული გამხდარიყო პოლონეთის მოქალაქეთა შორის - წარმატებით განხორციელდა.

(R)

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული სკოლის დამფუძნებლები მთავრობას მიმართავენ
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა