ვლადიმერ პუტინი - დასავლეთს შეიარაღების რბოლაში რუსეთის ჩათრევა სურს

დასავლეთს შეიარაღების რბოლაში რუსეთის ჩათრევა სურს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ყოველწლიური მიმართვისას განაცხადა.

„ჩვენ გვესმის, რომ დასავლეთი შეიარაღების რბოლაში ჩვენს ჩათრევას ცდილობს, რათა დაგვასუსტოს, ის ხრიკი გაიმეოროს, რომელიც მათ 1980-იან წლებში საბჭოთა კავშირთან გამოუვიდათ“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

პუტინმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია სოციალური, დემოგრაფიული, ინფრასტრუქტურული და სხვა პრობლემების გადაჭრის ტემპების ზრდა და არმიისა და საზღვაო ფლოტის აღჭურვილობის ხარისხის ახალი დონის მიღწევა.

„აქედან გამომდინარე, ჩვენი ამოცანაა, თავდაცვითი-სამრეწველო კომპლექსი ისე განვავითაროთ, რომ ქვეყნის სამეცნიერო, ტექნოლოგიური და სამრეწველო პოტენციალი გაიზარდოს, რესურსები რაც შეიძლება რაციონალურად უნდა გავანაწილოთ და შეიარაღებული ძალების ეფექტური ეკონომიკა უნდა ავაშენოთ, თავდაცვის ხარჯების ყოველი რუბლით მაქსიმუმს უნდა მივაღწიოთ“, - აღნიშნა პუტინმა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება